NewsHomeFAQSearchMemberlistRegisterLog in

 Share | 
 

 .....M.X.A.T.V.R.E.B.I......

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
.Á..~..Ń..~..Ǿ.



Registration: 2009-12-25
GzWorld Level: Gambler Level
Gamezer Team: E5

PostSubject: .....M.X.A.T.V.R.E.B.I......   11/3/2010, 05:34

Loading..........
Back to top Go down
.Á..~..Ń..~..Ǿ.



Registration: 2009-12-25
GzWorld Level: Gambler Level
Gamezer Team: E5

PostSubject: Re: .....M.X.A.T.V.R.E.B.I......   11/3/2010, 05:34

ლეონარდო და ვინჩი (დ. 15 აპრილი, 1452, ვინჩი, იტალია - გ. 2 მაისი, 1519, ამბუაზი, საფრანგეთი) - აღორძინების ხანის იტალიელი არქიტექტორი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი და მხატვარი. უნივერსალური გენიოსი.
ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს და გარდაიცვალა 1519 წელს. მომავალი გენიოსის მამა, პიერო და ვინჩი მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი, იყო ყველზე ცნობილი ადამიანი ფლორენციაში, ხოლო მისი დედა - კატერინა, უბრალო გლეხი იყო. ლეონარდო მათი უკანონო შვილი იყო. ლეონარდო ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ხატვით. ხატავდა ყველაფერს რასაც კი ხედავდა. 1466 წელს, 14 წლის ასაკში, ლეონარდო და ვინჩი საცხოვრებლად ფლორენციაში გადავიდა, სადაც მამამ სასწავლებლად სამხატვრო სახელოსნოში - ანდრეა ვეროკიოსთან მიაბარა. 1460-1476 წლები ლეონარდომ ვეროკიოს სახელოსნოში გაატარა. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო უმეტესწილად თავისით სწავლობდა. 1478 წელს მან საკუთარი სახელოსნო დააარსა. 1482 წელს ლეონარდო და ვინჩი ტოვებს ფლორენციას და საცხოვრებლად მილანში გადადის, რომელსაც იმ პერიოდში მართავდა ლუდოვიკო მორო (”მავრი”), სფორცას გვარის დიდებული. მან და ვინჩი როგორც ხუროთმოძღვარი და მუსიკოსი ისე მიიწვია. მანვე დაავალა აკადემიის დაარსება, რომლისთვისაც ლეონარდომ დაწერა ”ტრაქტატი ფერწერაზე” - ყველა დროის მხატვართა სამაგიდო წიგნი. მოროსგან ლეონარდო პირველ შეკვეთასაც იღებს: მან უნდა ააგოს დიდი ძეგლი ლუდოვიკოს მამისათვის _ ”ფრანჩესკო სფორცა”. 1499 წელს სფორცა ფრანგებმა მილანიდან განდევნეს და ლეონარდოსაც გაცლა მოუხდა. მომდევნო წლისათვის უკვე ფლორენციაში ჩავიდა, სადაც, დაახლოებით, ექვსი წელი დაჰყო, მხოლოდ ათი თვით მიატოვა იგი პაპის კონდოტურის - ჩეზარე ბორჯიას დავალებით, სიმაგრეების მშენებლობასთან დაკავშირებით. შემდეგ კვლავ მილანში მოეშურება. მილანში მოღვაწეობის დროს ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო ფერწერული ტილო ”მადონა ლიტა”. მსოფლიო ხელოვნების უდიდესი ქმნილებაა ””საიდუმლო სერობა” (1496-1497), რომელიც აგრეთვე მილანში, "სანტა მარია დელა გრაციას" მონასტრის ერთ-ერთ კედელზეა დახატული. სურათზე არ იგრძნობა რელიგიური სიუჟეტებისათვის დამახასიათებელი სტატიურობა, ღვთიურობა. ლეომარდომ შეძლო სრულიად განსხვავებული, ადამიანური განცდების მქონე სახეების აღბეჭდვა. ცნობილია, რომ მხატვარი დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, სწავლობდა ადამიანების სახეებს, ეს კი მას დიდ დროს ართმევდა. ფრესკა ტაძრის ნესტიან კედელზეა დახატული, რის გამოც ძალიან დაზიანდა, 1954 წელს მოხდა მისი რესტავრაცია. სიცოცხლის ბოლო ორი ათწლეული ლეონარდო და ვინჩიმ მოგზხაურობაში გაატარა, რადგანაც ვერ პოულობდა ადგილს, სადაც თავის თავის რეალიზებას შეძლებდა. 1513-დან 1519 წლამდე იგი მონაცვლეობით ცხოვრობდა რომში, პავიაში, ბოლონიასა და საფრანგეთში. 1506-1513 წლებში ლეონარდო კვლავ მილანშია. საერთოდ, მან 23 წელი დაჰყო მილანში. და ვინჩის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია ”მონა ლიზას” პორტრეტი, რომელიც საფრანგეთში ყოფნის დროს შექმნა და ”ჯოკონდას” სახელითაა ცნობილი. სურათში პორტრეტის იმდროინდელი ხატვის ტენდენცია სრულიად დარღვეულია, მონა ლიზა მუხლებამდეა დახატული, თითქმის მთელი ტანით მაშინ, როდესაც პორტრეტებში ადამიანს მხოლოდ გულ-მკერდამდე ხატავდნენ. 1513-1514 წლებში ლეონარდო რომშია, სადაც პაპმა ლეო X-მ მიიწვია, 1516 წელს კი ფრანგთა მეფის, ფრანცისკ I-ის მიწვევით ჩადის საფრანგეთში. მეფემ ლეონარდოს ამბუაზას მახლობლად მდებარე კლუს ციხე-სიმაგრე უბოძა. ლეონარდო და ვინჩი რამდენიმე პროფესიას ფლობდა, იგი ერთდორულად მხატვარი, სკულპტორი, არქიტექტორი, მეცნიერი და ინჟინერი იყო. ლეონარდო და ვინჩი 1519 წლის 2 მაისს გარდაიცვალა კლუას ციხე-სიმაგრეში. არც მის მოღვაწეობამდე და არც მისი მოღვაწეობის შემდეგ ისტორიაში არ არსებობდა მსგავსი ადამიანი, ყველაფერში გენიალური. ამავე დროს იგი ფლობდა დიდ ფიზიკურ ძალას. მასზე ამბობდნენ, ხელით თავისუფლად შეეძლო ცხენის ნალის გაღუნვაო.
”საიდუმლო სერობის” შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება - იუდას სახით. ლეონარდომ ხატვა შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, როდესაც იდეალურ მოდელებს მიაგნო. ერთხელ მხატვარი მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ ყმაწვილ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე შეიცნო. ახალგაზრდა სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ჩანახატი გააკეთა. სამ წელიწადში მხატვარმა ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ვერაფრით ვერ მიაგნო ტიპაჟს, რომელიც იუდას დასახატად გამოდგებოდა. ფრესკის დამკვეთი კარდინალი აჩქარებდა. კარგა ხნის შემდეგ ლეონარდომ მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. გაჭირვებით მიათრიეს ეკლესიაში და და ვინჩიმ დახატა იუდა - მის სახეზე აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი, ბედუკუღმართობა. როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალი გაახილა, გაოცებულმა მიმოიხედა და როგორც კი ნახატი დაინახა, შეშინებულმა წამოიყვირა: - ეს ნახატი მე ნანახი მაქვს! - კი მაგრამ, საიდან?. - გაუკვირდა ლეონარდოს. - სამი წლის წინ სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი, მომავლის იმედი მქონდა... ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენა
Back to top Go down
.Á..~..Ń..~..Ǿ.



Registration: 2009-12-25
GzWorld Level: Gambler Level
Gamezer Team: E5

PostSubject: Re: .....M.X.A.T.V.R.E.B.I......   11/3/2010, 05:36

პეტერ პაულ რუბენსი ( დ. 28 ივნისი, 1577, ზიგენი, ვესტფალია - გ. 30 მაისი, 1640, ანტვერპენი) - მე-17 საუკუნის ფლამანდელი მხატვარი, ბაროკოს სტილის წარმომადგენელი.
რუბენსი პეტერ პაული, ფლამენდელი ფერმწერი იყო. იგი დაიბადა ფლამენდელი ემიგრანტის ოჯახში. 1589 წლიდან რუბენსი ანტვერპენში ცხოვრობდა, სადაც მრავალმხრივი ჰუმანისტური განათლება მიიღო. 1591 წელს ფერწერას სწავლობდა ტ. ვერჰახტთან. 1600-08 წლები იტალიაში გაატარა, უმეტესად მანტუის ჰერცოგის კარზე. იყო რომში, ვენეციასა და გენუაში; სწავლობდა მიქელ-ანჯელოს, რაფაელის, ტიციანისა და კარავაჯოს შემოქმედებას, მის იმდროინდელი მხატვრობას.
იშვიათ ოსტატობას აღწევს ადამიანის შიშველი სხეულსა და მდიდრული სამოსელის ფაქტურის გადმოცემაში. ანტვერპენში დამკვიდრების შემდეგ პირველ ხანებში ასრულებდა მუნუმ-რელიგიურ კომპოზიციებს. 1612-20 მიეკუთვნება რუბენსის მრავალი შედევრი. რომლებშიც მისმა ხელოვნებამ შემოქმედებით სიმწიფეს მიაღწია: ”პერსევსი და ანდრომედე’’, “რევკიპეს ასულთა მოტაცება ”, “ მთვრალი სილენე”, “ ამორძალთა ბრძოლა”, “ნადირობის სცენები”, გრანდიოზული დეკორაციები, კომპოზიციები, რომლებიც შესრულებული იყო ევროპაში, სხვა და სხვა ქვეყნის უმაღლესი არისტოკრატებისა და მეფეთა შეკვეთით; კარტონები ხალიჩებისათვის, რომლებზეც გამოსახული იყო სცენები დეციუს მაუსის ცხოვრებიდან. უზარმაზარი სურათები ანტვერპენის იეზუიტების ამსახველი კანოები ლუქსემბურგის სასახლისთვის. გარეგნული ბრწყინვალებით აღბეჭდილი ვირი ტოზოლი არისტოკრატების პორტრეტები. 20წ. ბოლოს ფლამანდრიის მთავრობის დავალებით რუბენსმა რთული დიპლომატიური მისია შეასრულა, იყო ესპანეთში(1628) ინგლისში (1629-30)-ყველგან განსაკუთრებული პატივისცემითა და დიდებით ხვდებოდნენ.
1626 წ. გარდაიცვალა რუბენსის მეუღლე. 1630 წ. შეირთო მდიდარი ვაჭრის ქალიშვილი, ახალგაზრდა ელენ ფურმანი. რუბენსის სახელმაც ბოლო წლების შემოქმედებაში გაიბრწყინა. ამ დროს რუბენსი ჩამოსცილდა დიპლომატიურ სამსახურს, სასახლის კარს და მთელი თავისი ძალ-ღონე მხატვრობას მიუძღვნა, ეს მისი შემოქმედების უმაღლესი გაფურჩქვნის ხანაა; ყველა სურათს - უმეტესად პორტრეტებს, პეიზაჟებს, მითოლოგიებს, სცენებს თვითონ ასრულებდა. ელენ ფურმანს ხატავდა ხან შვილებთან ერთად, ხან ცალკე, ხანაც მითოლოგიურ და სარწმუნოებრივი სცენების მონაწილედ.
ამ დროინდელი პორტრეტები, განსაკუთრებით მხატვრის მახლობელ პირებს, მოკლებულია გარეგნულ ეფექტებს.უფრო თბილი და ღრმაა დახასიათების მხრივ. ბოლო წლებს მიეკუთვნება აგრეთვე რუბენსის საუკეთესო პეიზაჟების უმეტესობა. მხიარულებითა და სიხალისით აღსავსე სურათები, რომლებზეც გამოსახულია სცენები სახლის ცხოვრებიდან. მითიური პერსონაჟები და სხვა. დიდი მხატვრული ღირებულება აქვს რუბენსის მრავალრიცხოვან ესკიზებსა და ნახატებს. რუბენსი გარდაიცვალა 1640 წლის 30 მაისს, ანტვერპენში.
Back to top Go down
.Á..~..Ń..~..Ǿ.



Registration: 2009-12-25
GzWorld Level: Gambler Level
Gamezer Team: E5

PostSubject: Re: .....M.X.A.T.V.R.E.B.I......   11/3/2010, 05:37

რაფაელი ან რაფაელო ( დ.6 აპრილი, 1483 - გ.6 აპრილი, 1520). იყო ხელოვანი მხატვარი და არქიტექტორი იტალიური მაღალი რენესანსის ფლორენციის სკოლის წარმომადგენელი, საყოველთაოდ აღიარებული მისი ნამუშევრების უნაკლობისა და სინატიფის გამო. ზოგიერთ წყაროში ასევე მოხსენიებულია, როგორც რაფაელო სანციო, რაფაელო სანტი, რაფაელო და ურბინო, ან რაფაელ სანციო და ურბინო.
აღორძინების მხატვრობის ნათელი და ხალისიანი ფიგურა იყო რაფაელ სანტი. რაფაელი ებრაულად "ღვთის წყალობას" ნიშნავს.სწორედ ასეთი წყალობა მოევლინა ქალაქ ურბინოს, როცა 1483 წელს იქ დაიბადა რაფაელი. თავდაპირველად რაფაელს ხატვა მამამ ასწავლა, შემდეგ ოსტატმა ვიტემ, ბოლოს კი პერუჯაში მხატვარ პიერო პანუჩის(პერუჯინოს) მოსწავლე ხდება. რაფაელმა მხატვრობის ნიჭი ადრეული ასაკიდან გამოავლინა, 17 წლის ასაკში ის უკვე ავტორია ნახატების " რაინდის სიზმარი", "სამი გრაცია" და "პერუჯინოს პორტრეტი". 1504 წელს იგი მიდის ფლორენციაში, სადაც ამ დროს მოღვაწეობენ მიქელანჯელო და ლეონარდო და ვინჩი. ამიტომ პირველ ხანებში რაფაელი განიცდის ლეონარდოსა და მაზაჩოს ზეგავლენას და ზურგს აქცევს წმინდა საეკლესიო მხატვრობას. სწორედ ფლორენციაში შექმნა მისი ცნობილი მადონების დიდი ნაწილი. "მადონა მწვანეში"(1505 წელი ვენა, სამხატვრო–ისტორიული მუზეუმი), "მადონა მშვენიერი მებაღე", "მჯდომარე მადონა"(1516წ ფლორენსია, პიტის გალერეა),"დიდი ჰერცოგის მადონა" და ა.შ. ამის გამო რაფაელის მოღვაწეობას ფლორენციაში "მადონების პერიოდი" უწოდეს. 25 წლის რაფაელი მიდის რომში, სადაც რომის პაპის დავალებით იწყებს ვატიკანის სასახლის მოხატვას.1509-17 წლებში მოხატა სამი დიდი დარბაზი, მათ შორის "ხელმოწერის დარბაზი", რომლის ოთხივე კედელი უკავია უზარმაზარ ფრესკებს "პოეზია", "ღვთისმეტყველება" "მართლმსაჯულება" და "ფილოსოფია". გარდა კედლის მხატვრობისა რაფაელი არაჩვეულებრივი პორტრეტისტიც იყო, სადაც კარგად გამოხატავდა ადამიანის ხასიათს, მაგ: "იულიუს მე–2 პორტრეტი". რაფაელ სანტი ფერწერასთან ერთად შესანიშნავი გობელენების ოსტატი და დიდებული არქიტექტორიც იყო. რამოდენიმე წლის განმავლოვაში ის ხელმძღვანელობდა მსოფლიოში უდიდესი გუმბათოვანი ეკლესიის წმ. პეტრეს ტაძრის მშენებლობას. 1520 წლის 6 აპრილს რაფაელი თავის დაბადების დღეზე გარდაიცვალა.
Back to top Go down
.Á..~..Ń..~..Ǿ.



Registration: 2009-12-25
GzWorld Level: Gambler Level
Gamezer Team: E5

PostSubject: Re: .....M.X.A.T.V.R.E.B.I......   11/3/2010, 05:37

ნიკო (ნიკოლოზ) ასლანის ძე ფიროსმანაშვილი ( ნიკო ფიროსმანი )(დ. 1862, სოფ. მირზაანი - გ. 1918, თბილისი), ქართველი პრიმიტივისტი მხატვარი.
ცნობები ფიროსმანის ცხოვრების შესახებ უმეტესად შეკრებილია მისი გარდაცვალების შემდეგ. დაიბადა გლეხის ოჯახში, რომელიც ადრევე გადასახლდა შულავერში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ბავშვობაშივე იჩენდა დიდ ინტერესს მხატვრობისადმი, ბევრს ხატავდა კიდეც. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. 1880-იან წლებში თვითნასწავლ გ. ზაზიაშვილთან ერთად გახსნა ფერწერის სახელოსნო და აბრების შეკვეთებს ღებულობდა. 1890-1894 წლებში კონდუქტორად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე, შემდეგ ვაჭრობაშიც სცადა ბედი. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისელ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს, სურათებს. სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვებას თავი ვერ დააღწია; ქართველ მხატვართა საზოგადოება დროდადრო ცდილობდა შეემსუბუქებინა მისი ხვედრი. თუმცა ფიროსმანაშვილი მარტოობაში გარდაიცვალა და მისი საფლავიც უცნობი დარჩა.ფიროსმანის, როგორც მხატვრის აღმოჩენაში, მისი სურათების შეგროვებასა და შემოქმედების პროპაგანდაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ძმებ ზდანევიჩებს - მხატვარ კირილ და პოეტ ილიას, მხატვრებს მ. ლე დანტიუს, დ. შევარდნაძეს, ლ. გუდიაშვილს, დ. კაკაბაძეს და სხვებს. უფრო გვიან - გ. ლეონიძეს, რომელმაც მნიშვნელოვანი ცნობები მოიპოვა მისი ბიოგრაფიისათვის.
ფიროსმანაშვილის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ქართველ მხატვართა დიდ გამოფენაზე თბილისში 1918 წელს. 1920-იან წლებში იბეჭდებოდა წერილები პერიოდულ პრესაში, გამოიცა მისდამი მიძღვნილი კრებული. განსაკუთრებით გაცხოველდა ინტერესი ფიროსმანისადმი 50-იან წლების შემდეგ - გამოიცა წიგნები საქართველოში, რუსეთში, უცხოეთში. შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი, დაიწერა მისდამი მიძღვნილი პიესები, მუსიკალური ნაწარმოებები; ფიროსმანის სურათების გამოფენა მოეწყო ყოფილ სსრკ-ის ქალაქებში და დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში. თბილისში დაიდგა ფიროსმანის ძეგლი; მხატვრის მშობლიურ სოფელში - მირზაანში - გაიხსნა ფიროსმანის მუზეუმი. მხატვრის ნამუშევართა დიდი ნაწილი ამჟამად ინახება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, აგრეთვე ყოფილ სსრკ-ისა და საზღვარგარეთის ზოგ მუზეუმებში, თბილისის ყოფილ სსრკ-ისა და უცხოეთის კერძო კოლექციებში. მის ნაწარმოებთა დიდი ნაწილის ქრონოლოგია დღემდია დაუდგენელია.
ფიროსმანის თემატიკას გარკვეული კვალი დაამჩნია იმ სოციალურმა გარემომ, რომელშიც უხდებოდა ცხოვრება მხატვარს. მის მხატვრულ მემკვიდრეობაში დიდი ადგილი უჭირავს ქეიფის სცენებს, რომელიც არსებითად, თბილისელ ვაჭარ-ხელოსანთა, მიკიტნების,ზოგჯერ თავადების ჯგუფურ პორტრეტებს წარმოადგენს ("ბეგოს კამპანია", "ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან", "თავადების ქეიფი მინდვრად", "ხუთი თავადის ქეიფი", 1906, ყველა - საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი და სხვა). ზოგჯერ ქეიფის სცენები გაშლილია პეიზაჟის ფონზე ("სვირი", საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), ან ჩართულია მრავალფიგურიან "პანორამულ" კომპოზიციებში ("ვირის ხიდი", "კახეთის ეპოსი", "ქეიფი რთველში"). თემატიკურად სცენებს ენათესავება ნატურმორტები და აბრები.ფიროსმანაშვილს იზიდავდა სოფლის ბუნება და ცხოვრება ("რთველი", "დღეობა ბოლნისში", "გლეხის ქალი ვაჟით", "გლეხკაცი ვაჟით", "წყალზე მიმავალი ბავშვებიანი დედაკაცი", "კალოობა" - ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი);
იშვიათად მიმართავდა ქალაქურ პეიზაჟებს ("ბათუმი", "ფუნიკულორი" - ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). განსაკუთრებული პოეტური ძალით არის აღბეჭდილი ფიროსმანაშვილის მიერ დახატული ღამის სცენები ("არსენალის გორა ღამით", მოსკოვი, კერძო კოლექცია; "ყაჩაღმა ცხენი მოიპარა", "დათვი მთვარიან ღამით" - ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). მკვეთრი სოციალური დახასიათებებით გამოირჩევა ფიროსმანაშვილის მიერ თბილისელი ხელოსნების, მედუქნეების, კინტოების, ბოჰემის წარმომადგენელთა, აგრეთვე მუშების პორტრეტები ("გოგონა საჰაერო ბუშტით",მოსკოვი, კერძო კოლექცია; "მდიდარი კინტოს შვილი", "მეეზოვე", "ორი მუშა", "აქტრისა მარგარიტა", "ორთაჭალის ტურფები", "მუშა სოსო", "მებადური" - ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი და სხვა). სოციალური დაპირისპირება მკაფიოდ არის ნაჩვენები ცნობილ სურათში "უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი შვილებით" (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).
Back to top Go down
.Á..~..Ń..~..Ǿ.



Registration: 2009-12-25
GzWorld Level: Gambler Level
Gamezer Team: E5

PostSubject: Re: .....M.X.A.T.V.R.E.B.I......   11/3/2010, 05:39

ვინსენტ ვილემ ვან გოგი (დ. 30 მარტი. 1853, გროტ-ზიუნდერტი, ჰოლანდია -გ. 29 ივლისი. 1890, ოვერ-სიურუაზი, საფრანგეთი), ჰოლანდიელი ფერმწერი და გრაფიკოსი.
1869-76 სამხატვრო-სავაჭრო ფირმის კომისიონერად მუშაობდა ჰააგაში, ბრიუსელში, ლონდონსა და პარიზში, 1876 მასწავლებლობდა ინგლისში. შეისწავლა თეოლოგია და 1878 - 79 მოძღვრად იყო ბორინაჟში (ბელგია), სადაც გაეცნო მაღაროელთა მძიმე ცხოვრებას. მშრომელთა ინტერესების დაცვის ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა ეკლესიის მესვეურებთან. 27 წლისამ გადაწყვიტა ხატვა შეესწავლა. ესწრებოდა ლექციებს ბრიუსელისა (1880 - 81) და ანტვერპენის (1885 - 86) სამხატვრო აკადემიაში. 1881-85 წლებში ვან გოგი გატაცებით ხატავდა ბორინაჟის მაღაროელებს, გლეხებს, ხელოსნებს, მეთევზეებს. 30 წლისამ მუშაობა დაიწყო ფერწერაში. უბრალო ადამიანებისადმი ღრმა თანაგრძნობით გამსჭვალულ, მუქ, პირქუშ ტონებში შესრულებულ სურათებსა და ეტიუდების სერიაში ("გლეხის ქალი", 1885, კრელერ-მიულერის სახელმწიფო მუზეუმი, ოტერლო; "კარტოფილის მჭამელები", ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი). ვან გოგი ანვითარებდა XIX საუკუნის კრიტ. რეალიზმისა და განსაკუთრებით ჟ. ფ. მილეს შემოქმედებით ტრადიციებს.
1886 - 88 ვან გოგი ცხოვრობდა პარიზში, სადაც თავისი ძმის თეო ვან გოგის დახმარებით გაეცნო ქალაქის სამხატვრო ცხოვრებას (თეო ვან გოგი, პარიზის ერთ-ერთი გალერეის დირექტორი, მთელი ცხოვრების მანძილზე მორალურად და მატერიალურად ეხმარებოდა ძმას ). პარიზში ვან გოგი კერძო სტუდიაში სრულყოფდა ხატვის ტექნიკას. ითვისებდა იმპრესიონისტების (კ. მონე, კ. პისარო, ა. სისლეი) პლენერულ ფერწერას და სწავლობდა იაპონურ გრავიურას. დაუახლოვდა ა. ტულუზ-ლოტრეკსა და პ. გოგენს. ამ დროიდან ვან გოგის პალიტრაზე მუქი ფერები კაშკაშა და მოციმციმე ცისფერმა, ოქროსფერმა და წითელმა ტონებმა შეცვალა. ფუნჯის მონასმი უფრო თამამი და დინამიკური გახდა ("ხიდი სენაზე", 1887, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი და სხვა.).
1888 ვან გოგი სამუშაოდ გაემგზავრა საფრანგეთის სამხრეთ პროვინციაში, არლში, სადაც ინტენსიურად და ნაყოფიერად მუშაობდა, ხატავდა ნატურიდან. არლის პერიოდის დასაწყისშივე ჩამოყალიბდა მისი მხატვრული ენა - საკუთარი ემოციური განწყობილებით გადმოეცა ნატურა, მოვლენა, თუ საგანი. მხატვარი მიმართავდა ფერების კონტრასტულ შეხამებას და პასტოზურ მონასმებს. სამხრეთის მზით განათებულ მოციმციმე პეიზაჟებში ("მკა. ლაკროს ველი", "მეთევზეთა ნავები სენტ-მარიში", ორივე 1888, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი) ჩანს ჰარმონიის, მშვენიერებისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვა; იმავე დროს ვან გოგი ქმნის სიმარტოვითა და უმწეობით დატანჯულ ადამიანთა ტრაგიკულ სახეებს ("ღამის კაფე", 1888, კერძო კოლექცია, ნიუ-იორკი). ფერის დინამიკა და გრძელი მონასმები ვან გოგის ტილოებზე დიდ ცხოველმყოფელობას ანიჭებს არა მარტო ადამიანს და მის გარემომცველ ბუნებას ("წითელი ვენახები არლში", 1888, ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი), არამედ უსულო საგნებიც ("ვან გოგის საწოლი ოთახი არლში", 1888, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი).
80-იანი წლების ბოლოს მხატვარი ფსიქიკურად დაავადდა, რასაც მოჰყვა კონფლიქტი მასთან სტუმრად ჩამოსულ გოგენთან. ვან გოგი იწვა ჯერ არლის, შემდეგ კი სენრემისა (1889 - 90) და ოვერ-სიურ-უაზის (1890, სადაც თავი მოიკლა) საავადმყოფოში.
ვან გოგის ბოლო 2 წლის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია ფერთა შეხამების, რიტმის და ფაქტურის უკიდურესად გამძაფრებული ექსპრესია, განწყობილებათა მკვეთრი ცვალებადობა. სასოწარკვეთილებას ("მარადისობის კარიბჭესთან", 1890, კრელერ-მიულერის სახელმწიფო მუზეუმი, ოტერლო) და აღგზნებულ ვიზიონერულ იმპულსებს ("კიპარისებიანი და ვარსკვლავებიანი გზა", 1890, იქვე) ენაცვლება ნატურის მშვიდი და მთრთოლვარე შეგრძნება ("ოვერი წვიმის შემდეგ", 1890). სიცოცხლისა და ადამიანების სიყვარულით გამსჭვალულ ვან გოგის შემოქმედებაში ნათლად აისახა ევროპული კულტურის ისტორიის რთული და გარდამავალი პერიოდი. სულიერ ფასეულობათა მტკივნეულმა ძიებამ, რაც განსაცვიფრებელი სიწრფელით გამოვლინდა მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებაში (მ.შ. წერილებშიც), ტრაგიკულმა პათოსმა განსაზღვრა ვან გოგის ადგილი პოსტიმპრესიონიზმის ხელოვნებაში, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელი თვითონ იყო.
Back to top Go down
.Á..~..Ń..~..Ǿ.



Registration: 2009-12-25
GzWorld Level: Gambler Level
Gamezer Team: E5

PostSubject: Re: .....M.X.A.T.V.R.E.B.I......   11/3/2010, 05:39

[size=24]კლოდ მონე, ასევე ცნობილი როგორც ოსკარ-კლოდ მონე ან კლოდ ოსკარ მონე (დ. 14 ნოემბერი, 1840, — გ. 5 დეკემბერი, 1926) — ფრანგული იმპრესიონისტული ფეწერის დამფუძნებელი. ტერმინი „იმპრესიონიზმი“ (იმპრესიონ, ფრანგულად შთაბეჭდილებას ნიშნავს) ემყარება მის ტილოს „შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა“
მონე დაიბადა 1840 წლის 14 ნოემბერს, პარიზში და ის ოსკარის სახელით მოუნათლავთ. 1846 წელს მამამისი მთელ ოჯახთან ერთად გადავიდა ჰავრში.
ოსკარი ბავშვობიდანვე კარგად ხატავდა, 17 წლის ასაკში მის კარიკატურებს ეჟენ ბუდენი თავის საკანცელარიო ნაწარმთა სავაჭრო ჯიხურში ფენდა. ბუდენმა მაშინვე შეიცნო მომავალი დიდი მხატვარი. მან მონეს შეაგრძნობიდა პლენერის მთელი სიდიადე. ბუდემნა ოსკარს გააცნო გუსტავ კურბე, იოკინდი, დობინი, რომელთა რეალისტურმა შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა მასზე. ბუდენმა დაარწმუნა მონე, რომ ფერწერა მისი ჭეშმარიტი მოწოდება იყო. მონეც დარწუმნდა ამაში, თუმცა თავიდან მის სურვილს ეწინააღმდეგებოდნენ მშობლები. ბოლოს მონემ დაჟინებული თხოვნით დაითანხმა მშობლები და მათ ის ცოტახნით პარიზში, მხატვრულ სამყაროსთან გასაცნობად, გაუშვეს. მაგრამ პარიზმა ის დიდი ხნით დაიტოვა. პირობის დარღვევის გამო მამამისმა შუწყვიტა ფინანსური დახმარება და მონე იძულებული გახდა მამიდის მიერ შემოთავაზებულ მცირე დახმარებას დასჯერებოდა. ახალი დამოუკიდებელი ცხოვრების ასაღნიშნად, მონემ ნათლობის სახელი ოსკარი უარყო და კლოდი დაირქვა.
1860 წელს მონემ ალჟირში სამხედრო სამსახური მოიხადა. მსახურობის პერიოდში ის აკეთებდა პატარა ჩანახატებს. ხოლო სამხედრო მსახურობის მოხდის შემდეგ ის იწყებს პლენერზე, ბუდენის წრის მხატვრებთან ერთად, მუშაობას.
1862 წელს ბუდენის სარეკომენდაციო წერილის წყალობით მონე სუისის აკადემიაში მოეწყო. იქ მან გაიცნო კამილ პისარო და პოლ სეზანი. პისარო და მონე დაუკავშირდნენ მხატვართა და მწერალთა თავშეყრის ადგილებს, სისტემატიურად დადიოდნენ ლუვრში, სამხატვრო გალერეაში.
ამავე 1862 წელს მონე მოეწყო გრელის სახელოსნოში, პარიზში, სადაც დაუმეგობრდა ფრედერიკ ბაზილს, ოგიუსტ რენუარსა და ალფრედ სისლეის. აქ მან გამოხატა პირველი პროტესტი შაბლონური აკადემიური სწავლების მიმართ. 1864 წელს გლეირის სახელოსნო დაიხურა კიდეც. მონე მეგობრებთან ერთად ბარბიზონის მახლობლად, სოფელ შაიოში დადიოდა პლენერზე ეტიუდების საწერად. შაიოშივე თავიდან ბოლომდე პლენერზე დაამთავრა თავისი პირველი დიდი სურათი „საუზმე მდელოზე“. ამ დიდ ფიგურულ კომპოზიციას ჩვენამდე არ მოუღწევია. ის ჯერ შაიოში იყო დაგირავებული რამდენიმე ხნით, ბინის მეპატრონესთან, რომლის ქირასაც მონე ვერ იხდიდა. ხოლო როცა მისი გამოსყიდვა შეძლო, ნაწილობრივ კუბეს შენიშვნები და უფრო თვითკრიტიკული დამოკიდებულების გამო, მან სურათი სამ ნაწილად დაჰყო.
1866 წელს სალონში მონემ წარადგინა პორტრეტი „ქალი მწვანეში“ (იგივე „კამილა“), სადაც მონეს მომავალი მეუღლე, კამილა დონისე იყო გამოსახული. ეს სურათი სალონმა მიიღო და მისი სახელი ცნობილი გახდა. მან შექმნა ექსპერიმენტული ხასიათის „სერიები“ ანუ ერთი და იმავე მოტივების უამრავი ფერწერული ვარიაცები.
საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს (1870—1871 წწ.) მონე ცხოვრობს ლონდონში. აქ მან გაიცნო სურათებით მოვაჭრე და დიდი ავტორიტეტი ხელოვნებაში პოლ დურან-რიუელი. მან გადაწყვიტა რამდენიმე ფრანგი ფერმწერის ნიმუშებით დაენტერესებინა ლონდონელები. ამას წარმატება არ მოჰყოლია, პირიქით ტილო რომელზედაც თემზისა და პარლამენტის შენობა იყო აღწერილი და მონეს ეკუთვნოდა აღშფოთება გამოიწვია. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ცა და ნისლი მეწამურ-ვარდისფერი არ არსებობს და სწორედ ეს კრიტიკოსები დარჩნენ სახტად, როდესაც გამოფენის შემდგომ ნისლიც და ცაც ზუსტად ისეთივე მეწამურ-ვარდისფერი იყო, როგორც მონეს სურათზე. ამის შემდეგ მონეს „ლონდონული ნისლის შემქმნელიც“ კი უწოდეს.
პარიზში დაბრუნების შემდეგ მონე დაუმეგობრდა ედუარდ მანეს. მონეს ძალიან უყვარდა გებუას კაფე, რომელსაც „მანეს აკადემიასაც“ უწოდებდნენ.
1874 წლის 15 აპრილის ცნობილ გამოფენაზე მონე იმპრესიონიზმის სახელით მონათლულ ახალი მოძრაობის თავკაცად აღიარეს. (მზის ამოსვლა, შთაბეჭდილება)
[/size]
Back to top Go down
.Á..~..Ń..~..Ǿ.



Registration: 2009-12-25
GzWorld Level: Gambler Level
Gamezer Team: E5

PostSubject: Re: .....M.X.A.T.V.R.E.B.I......   11/3/2010, 05:40

ჰარმენს ვან რეინ რემბრანდტი დაიბადა 1606 წელს, ლეიდენში მეწისქვილის ოჯახში და ორმოც წლამდე სიმდიდრეში ცხოვრობდა.1632 წელს იგი ამსტერდამში გადასახლდა. მის ნახატებში წარმოჩენილი არის ადამიანის სულიერი სამყარო.მისი პირველი წარმატებული ნახატი იყო ,,დოქტორ ტულპის ანატომიის გაკვეთილი", რომელიც 26 წლის ასაკში დახატა. მან ცოლად შეირთო წარჩინებული ოჯახის შვილი სასკია ვან ეილენბიურხი, რამაც გააუმჯობესა მისი სოციალური სტატუსი და დააახლოვა ქალაქის მმართველ წრეებთან და ინტელიგენციასთან.1642 წელს შექმნა ყველაზე ცნობილი პორტრეტი ,,ღამის მზირნი". მისი ჩვეული ჯგუფური პორტრეტებისგან განსხვავებით ამ ნახატზე აღბეჭდილი იყო ისტორიული სურათი, სამოქალაქო გვარდიელებით, რომლებიც ამ სურათის შემკვეთები იყვნენ და ამ შედევრში 1600 გულდენი გადაიხადეს. ამ სცენაზე გამოყენებული აქვს სინათლის და ჩრდილის კონტრასტები, რაც დროთა განმავლობაში მტვრით დაიფარა და მცდარი აზრი ააგორა თითქოს ამ სურათზე ღამის სცენა იყო გამოსახული.1715 წლამდე ნახატი სამოქალაქო დაცვის დარბაზში ეკიდა, შემდეგ იგი ამსტერდამის მუნიციპალიტეტის შენობაში გადაიტანეს, სადაც ოთხივე კუთხის ნაწილები ჩამოაჭრეს დაპატარავების მიზნით, მაგრამ ამ ვანდალური აქტის მიუხედავად ,,ღამის მზირნი" ხელოვნების ნიმუშად რჩება.1642 წელს გარდაიცვალა სასკია, რომლის ანდერძის თანახმადაც მისი მთელი ქონება ეკუთვნოდა მათ უფროს ვაჟს ტიტუსს,ხოლო რემბრანდტი წილის გარეშე დარჩა. მიუხედავად მისი ნახატების ნაკლებ პოპულარობისა, კლიენტების ნაკლებობას არ უჩიოდა.ის თავის სიამოვნების გულისთვის ხატავდა, რის გამოც 1656 წელს გაკოტრდა. მისი უზარმაზარი სახლი გაიყიდა ვალების გამო, თვითონ კი ნაქირავებ ბინაში ამსტერდამის განაპირას გადავიდა, სადაც ცხოვრება გაცილებით იაფი იყო. მასთან ერთად გადასახლდა ვაჟი ტიტუსი და ჰენდრიკიე სტოფელსი, მოსამსახურე გოგონა, რომელთანც რემბრანდტი სასკიას გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობა და მასთან გოგო ეყოლა. ჰენდრიკიე და ტიტუსი მის ოფიციალურ დამკვეთებს წარმოადგენდნენ, რაც იმას ნიშნავდა რომ მხატვრის ყოველი ნახატი მათ ეკუთვნოდათ და მევალეები მათ ხელში ვეღარ ჩაიგდებდნენ. ის იყო რეალისტი მხატვარი, ჰუმანისტი, ღრმა ფსიქოლოგი, ფერმწერი, შუქწერის ოსტატი. მისი შედევრები იყო: ,,იაკობი ლოცავს იოსების შვილებს", ,,ებრაელი პატარძალი", ,,უძღები შვილის დაბრუნება".სიღარიბის მიუხედავად ოჯახი მაინც ბედნიერი იყო, მაგრამ რემბრანდტის ბოლო წლები მოიცვა ორმა პირადმა ტრაგედიამ.1663 წელს გარდაიცვალა ჰენდრიკიე, ხოლო 1669 წელს ტიტუსი.რამდენიმე თვის შემდეგ კი დეპრესიაში ჩავარდნილი მხატვარიც გამოემშვიდობა სიცოცხლეს. ის თავის სიცოცხლეში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდა. იგი ხატავდა ერთსა და იმავე ადამიანებს-სასკიას, ჰენდრიკიეს და ტიტუსს, კვლავ და კვლავ, თითქოს მათში რაღაც ახლის აღმოჩენა სურდა, რაც მთავარია ხშირად ხატავდა საკუთარ თავს. ჩვენამდე მოაღწია რემბრანდტის 90-მდე ავტოპორტრეტმა. ის დროს წინ უსწრებდა და თავის თავს სხვადასხვა ფორმაში წარმოაჩენდა. არ ცდილობდა დაემალა თავისი უხეში ნაკვთები ან წლების შეუბრალებელი ნაკვალევი .ნახატებში ის ფიზიკურ გარეგნობასთან ერთად გადმოსცემდა ადამიანების სულიერმდგომარეობასაც.
Back to top Go down
.Á..~..Ń..~..Ǿ.



Registration: 2009-12-25
GzWorld Level: Gambler Level
Gamezer Team: E5

PostSubject: Re: .....M.X.A.T.V.R.E.B.I......   11/3/2010, 05:41

ლადო (ვლადიმერ) დავითის ძე გუდიაშვილი (დ. 18 მარტი, 1896, თბილისი -გ. 20 ივლისი, 1980, თბილისი) - მე-20 საუკუნის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1950), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1966), პროფესორი.
დაიბადა თბილისში 1896 წლის 18 მარტს რკინიგზის მუშის ოჯახში. სწავლობდა თბილისში, კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში (1910-1914). 1914 წელს ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში" დაიბეჭდა მისი პირველი ნახატები. 1916 წელს სხვა მოღვაწეებთან ერთად დააარსა ქართველ ხელოვანთა საზოგადოება; 1917 წელს მონაწილეობდა ე. თაყაიშვილის მიერ მოწყობილ სამხრეთ საქართველოს ექსპედიციაში - გაეცნო ქართულ ძეგლებს, იღებდა ფრესკების პირებს. 1919 წელს მონაწილეობდა რესტორან "ქიმერიონის" მოხატვაში (თბილისი), ქართველ მხატვართა საზოგადოების მიერ მოწყობილ გამოფენაში (70-ზე მეტი ნამუშევარი); 1919-1926 წლებში პარიზში მეცადინეობდა რონსონის ე. წ. "თავისუფალ აკადემიაში". მონაწილეობდა გამოფენებში პარიზში, ბელგიაში, ამერიკაში და სხვა. 1922 და 1925 პერსონალური გამოფენები გამართა პარიზში. პრესა ფართოდ აშუქებდა მის შემოქმედებას. 1925 წელს პარიზში გამოვიდა წიგნი გუდიაშვილის შესახებ, მისი ნამუშევრები შეიძინეს კერძო კოლექციონერებმა, მადრიდის მუზეუმმა "პრადომ".
1926-1932 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში გუდიაშვილი ასწავლიდა მონუმენტურ-დეკორატიულ მხატვრობას, აქტიურად მუშაობდა როგორც ფერმწერი, გრაფიკოსი (წიგნების გაფორმება, ილუსტრაციები), თეატრისა და კინოს მხატვარი, მონუმენტალისტი. 1957 წელს თბილისში გაიმართა მისი ნაწარმოებების დიდი რეტროსპექტული გამოფენა, რომელსაც განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად (შემდეგ გამოფენა გადაიტანეს მოსკოვში). გუდიაშვილი ეკუთვნის ქართველ მხატვართა იმ თაობას, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული ხელოვნებაში ეროვნული ფორმის ძიება. გუდიაშვილისთვის მიუღებელი იყო აბსტრაქციონიზმის სხვადასხვა სახეები, კუბიზმი, მაგრამ მას იმთავითვე ჰქონდა მიდრეკილება დეკორაციულობისა და მახვილი ექსპრესიულობისადმი, რაშიაც იგი ეროვნულ თავისებურებათა გამოვლინებას ხედავდა. დიდი გავლენა მოახდინა მასზე ძველმა ქართულმა კედლის მხატვრობამ და მინიატურამ. შემოქმედების პირველ წლებში გუდიაშვილის თემატიკა მოიცავდა, ერთის მხრივ, ძველი თბილისის ბოჰემური ცხოვრების სცენებს (შესაძლებელია, ამ მხრივ მნიშვნელობა ჰქონდა გუდიაშვილის შეხვედრას ნ. ფიროსმანაშვილთან), მეორეს მხრივ საქართველოს წარსულის მიერ შთაგონებილ ლეგენდებსა და სიუჟეტებს ("კინტოების ქეიფი ქალთან", 1919; "მოქეიფენი ეტლში", "თევზი ცოცხალი", "სადღეგრძელო გარიჟრაჟზე", სამივე 1920, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; "ნადირობა", 1920, მხატვრის სახელოსნო; "იდილია", 1920, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი; "ქალი კლდეებში", 1923, მხატვრის სახელოსნო; "ირმის ტბის პირას", 1923 საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი და სხვა). თბილისური ბოჰემისადმი მიძღვნილ საუკეთესო სურათებში მხატვარი ღრმა დრამატულ გამომსახველობას აღწევს. პარიზში ყოფნის დროს ჩაეყარა საფუძველი მორალური და სოციალური თემებისადმი მიძღვნილი სატირული ხასიათის ნახატების ციკლსაც.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ გუდიაშვილის თემატიკა ფართოვდება. მის შემოქმედებაში აისახა ქართველი ხალხის წარსული ("ლეგენდა თბილისის დაარსებაზე", 1946, თბილისის მასწავლებლის სახლი; "ყეენობა თბილისში", 1937, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; "საკადრისი პასუხი", 1945, მხატვრის სახელოსნო და სხვა).
გარკვეული პერიოდი გუდიაშვილი ეკუთვნოდა ქართველ პოეტთა ჯგუფს “ცისფერყანწელებს” (1914-1918), რომელთა მიზანი ქართული ეროვნული ხასიათის ევროპული და კერძოდ ფრანგული სიმბოლიზმის შემოქმედებით სტრუქტურასთან ორგანული შერწყმა იყო. პარიზში ის განთქმული ”ლა რუშის” მწერალთა კოლონიის ხშირი სტუმარი გახლდათ. აქ ის ხვდება ზულოაგას, ამედეო მოდილიანის, ნატალია გონჩაროვას და მიხაილ ლარიონოვს. გუდიაშვილის ამ დროინდელ ნამუშევრებს ნიკო ფიროსმანაშვილის დიდი გავლენა ეტყობა.
მომხიბვლელი ქართული ადათ-წესებით აღსავსე მხატვრის ადრეულ ნამუშევრებში დრამატული გროტესკი შერწყმულია პოეტური მისტერიის შარმთან (“თევზი ცოცხალი” 1920, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). კავკასიურ და სპარსულ ტრადიციებთან სიახლოვე უფრო აშკარა ხდება მხატვრის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ (1926). გუდიაშვილის ფერები უფრო თბილი ხდება, ხოლო მსოფლიოს, როგორც თეატრის, აღქმა კი უფრო ძლიერი (გუდიაშვილის ნამუშევართა დიდი ნაწილი ოპერისა და ბალეტის კოსტიუმირებულ პერსონაჟებს ასახავს). მის თანამემამულეთა მსგავსად (გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია), გუდიაშვილი ხშირად იყენებს მითოლოგიურ ალეგორიებს (“სერაფიტას გასეირნება” 1940), რომლის ცენტრშიც გრაციოზულად მომხიბლავი ქალბატონი წარმოდგენილია როგორც იდუმალი “დედამიწის ქალღმერთი”.
გუდიაშვილი ასევე მუშაობდა, როგორც წიგნების ილუსტრატორი, კინოსა და თეატრის დეკორატორი. გარდაიცვალა 1980 წლის 20 ივლისს, თბილისში.
Back to top Go down
.Á..~..Ń..~..Ǿ.



Registration: 2009-12-25
GzWorld Level: Gambler Level
Gamezer Team: E5

PostSubject: Re: .....M.X.A.T.V.R.E.B.I......   11/3/2010, 05:43

პაბლო რუის ი პიკასო (დ. 25 ოქტომბერი, 1881, მალაგა, ესპანეთი ― გ. 8 აპრილი, 1973, მუჟენი, საფრანგეთი), ესპანელი მხატვარი და სკულპტორი.
მე-20 საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა,
სწავლობდა მამასთან, ხ. რუისთან, ლა-კორუნიეს (1894-95), ბარსელონის (1895-იდან) და მადრიდის (1897-98) ნატიფი ხელოვნების სკოლებში. 1904-იდან თითქმის მუდმივად პარიზში ცხოვრობდა. 1900-იან წლებში უკვე შეიქმნა თავისი პირველი მნიშვნელოვანი ე. წ. „ცისფერი პერიოდის“, 1901-04, და „ვარდისფერი პერიოდის“, 1905-06 ნამუშევრები. მათში არის გადმოცემული ღატაკთა და მიუსაფართა (ბრმები, მათხოვრები, მაწანწალები) ტრაგიკული მარტოობის განწყობილება. მომდევნო წლებში კომედიანტთა სახეებში მხატვარმა გვიჩვენა ადამინსა და სამყაროს შორის ჰარმონიული ურთიერთობის ტრაგიზმი, მოგვცა სახეთა სოციალურ-ფსიქოლოგიური დახასიათება „მოხუცი მათხოვარი ბიჭათნ ერთად“ 1903; „გოგონა ბურთზე“ 1905, ორივე — ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმშია მოსკოვში. 1907-წლიდან პაბლომ კავშირი გაწყვიტა მსოფლიო ფერწერის რეალისტურ ტრადიციებთან, თუმცა ამის შემდეგაც იგი ბევრჯერ დაუბრუნდა რეალიზმს და კლასიკურად შეუხამა იგი ავანგარდიზმის ყველაზე უკიდურეს ექსპერიმენტებს. პაბლომ ძალზედ მტკივნეულად განიცადა ბურჟუაზიული საზოგადოების კრიზისი; კაპიტალიზმის პირობებში მხატვარი ვერ ხედავდა ძალას, რომელიც წინ აღუდგებოდა ამ საშიშ სინამდვილეს. ამ პერიოდში პაბლომ ჟ. ბრაკთან ერთად შექმნა ახალი მიმდინარეობა — კუბიზმი. დანაწევრებული სიბრტყის კომბინაციებით მხატვარი უარყოფს რეალურ სინამდვილეს. იგი არღვევს საგნების გრძნობად-მხედველობით სახეებს, თუმცა კუბიზმის პერიოდის ზოგიერთი ნამუშევარი მოკლებული არ არის დახვეწილ დეკორატიულობას და ემოციურ ჟღერადობას „ქალი მარაოთი“ 1909 ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი მოსკოვი.
პაბლოს შემოქმედებას ახასიათებდა ძიება ფაქტურის სფეროში „აპერატივის ბოთლი“, კოლაჟი, 1913 და დეკორატიულობის „სამი მუსიკოსი“, 1921, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი. კუბიზმის დამამთავრებელ პერიოდში პაბლოს შემოქმედებაში შეიჭრა ნეოკლასიცისტური ტენდენციები ე. წ. ნეოენგრიზმი, რომლითაც გამოხატულება პოვეს ისეთ ნამუშევრებში, როგორიცაა „სამი ქალი წყაროსთან“, 1922, სამხატვრო მუზეუმი, ბალტიმორი და სხვა. ამ პერიოდის ნამუშევრებს ახასიათებს ზღაპრულ-იდილიური განწყობილება. მხატვარმა შექმნა თანამედროვე ადამიანთა რეალური სახეები, ნახატები „მეთევზე“, ფანქარი, 1919, „გლეხები დასვენების დროს“, კალამი, 1919. 20-30-იანი წწ. ნამუშევრები მკვეთრად განსხვავდება ამ ნაწარმოებისგან, ისინი სურეალიზმს უახლოვდებიან „ცეკცა“, 1925, კერძო კუთვნილება; „ქალი პლაჟზე“, 1930, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი.
30-იანი წწ. II ნახევრიდან პაბლოს შემოქმედებაში თანდათან უფრო ჩანს თანამედროვე მოვლენათა გამოძახილი. მხატვრის რეაქციამ ძალმომრეობაზე, ხალხის ტკივილმა და ტანჯვამ მის სურათებში პროტესტის სახე მიიღო „მტირალი ქალი“, 1937, პენროუზის კორექცია, ლონდონი; „კატა და ჩიტი“, 1939, კერძო კუთვნილება. ამ დროიდან მკაფიოდ გამოიკვეთა მხატვრის საზოგადოებრივი პოზიცია, იგი სახალხო ფრონტის გამოჩენილი მოღვაწე გახდა საფრანგეთში, აქტიურად ებრძოდა ფაშიზმს ესპანეთში 1936-39. ამ პერიოდში შექმნილ სურათებში ჯერ კიდევ იგრძნობა სუბიექტივიზმი; ამ სუბიექტივიზმის დაძლევის გზით მხატვარმა შექმნა პროგრსული ნაწარმოებები: „გენერალ ფრანკოს ოცნება და სიყალბე“ აკვანტიტა, 1937. ფაშიზმის წინააღმდეგ მძაფრი პროტესტითაა გაჟღენთილი პანო „გერნიკა“ 1937, პრადო, მადრიდი, სადაც ექსპრესია უმაღლეს მწვერვალზეა აყვანილი. 1944-იდან იყო საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრი.
II მსოფლიო ომის წლებში 1939-45 პაბლო დარჩა ფაშისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში და მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. ომის შემდეგ მხატვარი მშვიდობისა და დემოკრატიისათვის მებრძოლთა მოწინავე რიგებში ჩადგა. მისი ჰუმანისტური მსოფლმხედველობა კარგად გამოჩნდა ნამუშევრებში: „მშვიდობის მტრედი“ ტუში, 1947, რომელიც მშვიდობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა; „ომი და მშვიდობა“ 1952, „მშვიდობის ტაძრის“ კაპელა ვალორისში. 40-იანი წწ. II ნახევრიდან პაბლოს შემოქმედება განსაკუთრებით მრავალმხრივია: მუშაობდა როგორც მოქანდაკე „კაცი კრავით“, ბრინჯაო, 1944, სტატუა ვალორისში, კერამიკოსი დაახლოებით 2000 ნაკეთობა, გრაფიკოსი ნახატები, ოფორტები, ლინოგრავიურები, ლითოგრაფიები და სხვა; შეიქმნა სერიები ნახატებისა და ლითოგრაფიების ციკლი „ადამიანური კომედია“, 1953-54 და სხვა. ისევ მიმართა საყვარელ თემებს ცირკი, კორიდა, ანტიკური მითოლოგია. დიდი ადგილი უჭირავს მხატვრის შემოქმედებაში ქალის პორტრეტს.
Back to top Go down
.Á..~..Ń..~..Ǿ.



Registration: 2009-12-25
GzWorld Level: Gambler Level
Gamezer Team: E5

PostSubject: Re: .....M.X.A.T.V.R.E.B.I......   11/3/2010, 05:43

სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი დომენეკი (დ. 11 მაისი, 1904, ფიგერასი, კატალონია გ.23 იანვარი, 1989, ფიგერასი) — ესპანელი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი და სკულპტორი, სიურეალიზმის წარმომადგენელი.
სალვადორ დალი დაიბადა 1904 წლის 11 მაისს ესპანეთში, კერძოდ კატალონიურ ქალაქ ფიგერასში, ნოტარიუსის ოჯახში. სახვითი ხელოვნების შესწავლა დაიწყო მუნიციპალურ სამხატვრო სკოლაში. 1914 წლიადან 1918 წლამდე აღზრდას გადიოდა მშობლიურ ქალაქში მარისტების ორდენის აკადემიაში.
1916 წელს არდადეგებზე გაემგზავრა ქალაქ კადაკესში სადაც ეზიარა მოდერნისტულ ხელოვნებას. დალის პირველი პერსონალური გამოფენა 1919 წელს მოეწყო. 1921 წელს მამამ გადაწყვიტა ჭაბუკი სალვადორი მადრიდში გაეგზავნა, რათა მას სწავლა სან–ფერნანდოს აკადემიაში გაეგრძელებინა. დედაქალაქში დალიმ გაიცნო ესპანური ხელოვნების ისეთი წარმომადგენლები, როგორიცაა ლუის ბუნიუელი, ფედერიკო გარსია ლორკა და პედრო გარფიასი.
მადრიდში დალი საკუთარ ნახატებში კუბიზმისა და დადაიმზის შერწყმას ცდილობს. 1926 წელს სალვადორს აკადემიიდან რიცხავენ ქედმაღლობისა და პედაგოგებისადმი დაუდევრობის ბრალდებით. იმავე წელს დალი პირველად მიემგზავრება პარიზში, სადაც პაბლო პიკასოს ეცნობა. საკუთარი სტილის ძიებაში დალი 1920–იანი წლების ბოლოს პიკასოსა და ხუან მიროს შემოქმედების ზეგავლენით ქმნის საკუთარ ნამუშევრებს. 1929 წელს ლუის ბუნიუელთან ერთად მონაწილეობას იღებს სიურეალისტური ფილმის "ანდალუსიელი ძაღლის" შექმნაში. სწორედ მაშინ ხვდება პირველად იგი თავის მომავალ მეუღლე გალას (ელენე დიაკონოვა), რომელიც იმ დროისთვის ფრანგი პოეტის პოლ ელუარის მეუღლე გახლდათ.
დალის ნახატები სხვადასხვა გამოფენებზე მონაწილეობენ, იგი პოპულარობას იხვეჭს. 1929 წელს დალი ანდრე ბრეტონის მიერ შექმნილ სიურელისტების ჯგუფში ერთიანდება.
1934 წელს დალი ოფიციალურად ქორწინდება გალასთან. იმავე წელს ის პირველად ეწვია აშშ–ს.
ესპანეთში ფრანკოს მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მერე დალი უთანხმოებაში მოვიდა "სიურეალისტების ჯგუფთან", რომლებიც მემარცხენე აზრებს იზიარებდნენ. დალი გარიცხეს ჯგუფიდან. სწორედ მაშინ წარმოთქვა მან: "სიურეალიზმი – ეს მე ვარ". ამასთან დაკავშირებით ანდრე ბრეტონმა დალის უწოდა "Avida Dollars", შექმნა რა მისი სახელისა და გვარისგან ანაგრამა.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე დალი მეუღლესთან ერთად აშშ–ში გადაბარგდა, სადაც მან ცხოვრების 9 წლიანი პერიოდი დაჰყო 1940 წლიდან 1948 წლის ჩათვლით. 1942 იგი გამოსცემს ავტობიოგრაფიულ რომანს "სალვადორ დალის საიდუმლო ცხოვრება". მისი ლიტერატურული ცდები ისეთივე წარმატებული აღმოჩნდა, როგორც მხატვრული – წიგნი ბესტსელერად იქცა.
ესპანეთში დაბრუნების შემდეგ დალი მშობლიურ ფიგერასში დასახლდა. 1981 წელს პარკინსონის დაავადებით სნეულდება. 1982 წელს გარდაიცვალა გალა.
სალვადორ დალი გარდაიცვალა 1989 წლის 23 იანვარს. იგი ფიგერასში, საკუთარი სახლის ეზოშია დასაფლავებული.
Back to top Go down
.Á..~..Ń..~..Ǿ.



Registration: 2009-12-25
GzWorld Level: Gambler Level
Gamezer Team: E5

PostSubject: Re: .....M.X.A.T.V.R.E.B.I......   11/3/2010, 05:44

პოლ ეჟენ ანრი გოგენი 1848 წლის 7 ივნისს დაიბადა პარიზში, ნოტრ დამ დე ლორეტის ქუჩის 52 ნომერში, გაზეთ ,,ნასიონალის" რედაქტორის -კლოვის გოგენის ოჯახში.
გოგენი შემდეგში გამუდმებით ამაყობდა თურმე თავისი სახელოვანი წინაპრებით, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ,,ველური წარმოშობის" ადამიანად სახავდნენ ხოლმე ზოგიერთები, ჰყვარებია გახსენება იმისა, რომ მის ესპანელ პოლკოვნიკ პაპას (დედის მხრიდან), სიმამაცით განთქმულ დონ არიანო ტრისტან და მორკოზოს ცოლად ჰყავდა პერუს ლეგენდარული ვიცე-მეფის ულამაზესი ძმისწული, ხოლო მათი ქალიშვილი-გამოჩენილი სენ-სიმონისტი, დემოკრატიისა და ქალთა ემანსიპაციის მგზნებარე დამცველი ფლორა ტრისტანი, 16 წლისა დაქორწინებულა პარიზში ღვინით მოვაჭრე მდიდარ ბორდოელ შაზალეზე. ბევრ დროს არ გაუვლია, რომ ფლორამ შაზალესთან უშინაარსო მდიდრულ ცხოვრებას თავისი საინტერსო სამწერლო მოღვაწეობა ამჯობინა. ხოლო ხელი რომ არ შეშლოდა ამ მიზნის უკეთ განხორციელებაში, ოჯახი სამუდამოდ მიატოვა (უთუოდ ეს ის ,,გენი" იყო, რომელიც გოგენს თურმე იმ საამაყო ბებიასთან არა მარტო გარეგნულად, არამედ საქციელითაც ამსგავსებდა).
გაცილებით მყარი აღმოჩნდა ოჯახის შექმნის საკითხში ფლორას ქალიშვილი ალინა, რომელმაც სიყვარულით დაუკავშირა თავისი ბედი იმხანად საუკეთესო რეპუტაციის მქონე ლიბერალ ჟურნალისტს, ცნობილი გაზეთის ,,სოციალისტის" პოლიტიკურ რედაქტორს კლოვის გოგენს და მასთან შვილებიც შეეძინა: 1847 წ. გოგონა - ფერნარდა მარსელინა მარი, ერთი წლის შემდეგ კი - ვაჟი - პოლი. სამწუხაროდ, შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარების გამო კლოვისი იძულებული გამხდარა, საფრანგეთი მიეტოვებინა და პერუში გახიზნულიყო ( მისი ვაჟი პოლი მაშინ ჯერ კიდევ ჩვილი ბავშვი იყო), მაგრამ მოულოდნელად გზაში გარდაცვლილა - მას გული აწუხებდა - და უმამოდ დარჩენილი ოჯახი ერთხანს პერუს დედაქალაქ ლიმაში ნათესავებს შეჰკედლებია, 1855 წ. კი ორლეანში გადმოსახლებულა.
პერუში გამგზავრებამდე, რაკი დიდი გზა უნდა გაევლოთ, დედამ ნათლობა დააჩქარა და 1849 წ. 19 ივლისს ნოტრდამ დე ლორეტის ეკლესიაში პატარა პოლი მონათლეს. მამა ნათლობას არ დასწრებია ვოლტერიანული შეხედულებების გამო. ბიჭის ნათლია მისი ორლეანელი პაპა გიიომი იყო. სწორედ ამ დროს ცოლ-ქმარმა გოგენებმა ფლორა ტრისტანის ახლობელ მეგობარს, ენგრის მოწაფეს, სალონის მედალოსანს, მხატვარ ჟიულ ლორას სთხოვეს, პოლის პორტრეტი დაეხატა. ამ პორტრეტზე პატარა პოლი წელამდეა დახატული, შიშველია და ცალი ხელი გულზე უდევს. ბიჭს ცოცხალი, მრგვალი სახე აქვს, ღია ფერის, ოდნავ ჟღალი თმა, ქვეყნიერებას მიმნდობი თვალებით უყურებს.
პერუდან წამოსული, ორლეანის პანსიონში ჩარიცხული პოლი მეცადინეობებზე დადიოდა, მაგრამ, ჩვეული კალაპოტიდან ამოვარდნილი, იქაურობას ვერ შეეგუა. მანამდე თითქმის მხოლოდ ესპანურად ლაპარაკობდა, ახლა კი ძლივს ესმოდა მასწავლებლების, ამხანაგების, ირგვლივ მყოფთა ლაპარაკი და უცხოელი ეგონა თავი. ამიტომაც პანსიონში წარმატებები არ ჰქონია. სასწავლო საგნებს გულგრილად ეკიდებოდა-ოცნებებს იყო აყოლილი. კარგ მოწაფედ არ ითვლებოდა, თუმცა ცუდიც
არ ეთქმოდა. მასწავლებლებს საგონებელში აგდებდა ხოლმე ამ მეოცნებე, მონაცრისფრო-მომწვანო თვალებიანი რვა-ცხრა წლის ბიჭის უცნაური ქცევები.
1862 წ. დედას პარიზში მიყავს და დ'ანფერის ქუჩაზე პანსიონში მიაბარებს, ხოლო ორი წლის შემდეგ ისევ ორლეანში აბრუნებს, ამჯერად-კოლეჯში.
როგორც კი 17 წელი შეუსრულდა, თავისივე სურვილით და დედის დახმარებით უბრალო მეზღვაურად მოეწყო გემზე, რომელიც სავაჭრო დანიშნულებით დაცურავდა. ერთწლიანი მოგზაურობის დროს, ინდოეთში ჩასვლის შემდეგ პოლს ატყობინებენ, რომ 7 ივლისს სენ-კლუში დედა გარდაცვლილიყო. ,,უდედოდ და უოჯახოდ მყოფს მარტოობა უღრღნიდა გულს". გოგენი სამხედრო გემზე მესაჭედ აგრძელებს სამსახურს ორი წლის განმავლობაში. 1871 წელს, დემობილიზაციის შემდეგ იგი პარიზში ბრუნდება და, დედის მიერ ანდერძით დანიშნული მდიდარი მეურვის-გუსტავ აროზის დახმარებით, პოლ ბერტენის კანტორაში იწყებს მუშაობას, სადაც კომერციული საქმის შესანიშნავ უნარს ამჟღავნებს და მალე საკმაოდ სარფიანი შემოსავლის პატრონიც ხდება.
Back to top Go down
.Á..~..Ń..~..Ǿ.



Registration: 2009-12-25
GzWorld Level: Gambler Level
Gamezer Team: E5

PostSubject: Re: .....M.X.A.T.V.R.E.B.I......   11/3/2010, 05:46

გიორგი (გიგო) ივანეს ძე გაბაშვილი (დ. 9 ნოემბერი/21 ნოემბერი, 1862, თბილისი - გ. 28 ოქტომბერი, 1936, ციხისძირი, ქობულეთის რაიონი, აჭარა), ქართველი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1929), ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი დამფუძნებელი.1882-1883 სწავლობდა თბილისში, კ. კეპენის კერძო სამხატვრო სკოლაში, თანამშრომლობდა ბატალისტ ფ. რუბოსთან, რომელიც თბილისის სამხედრო-ისტორიულ მუზეუმისათვის ხატავდა სურათებს. 1886-1888 სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში აკადემიური მიმართულების პროფესორ ბ. ვილვალდესთან, 1894-1897 - მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. 1894 იმოგზაურა შუა აზიაში, საიდანაც ჩამოიტანა მრავალი ჩანახატი და ეტიუდი, რომლებიც შემდეგ სურათებისათვის გამოიყენა. 1898 იყო იტალიაში და საბერძნეთში. სამხატვრო ასპარეზზე გამოვიდა 1888-იდან. 1891 თბილისში გახსნა პერსონალური გამოფენა.
გაბაშვილის შემოქმედების აყვავების პერიოდია XIX საუკუნის მიწურული და XX საუკუნის პირველი წლები. მისი, როგორც შემოქმედის, ჩამოყალიბებისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, ერთის მხრივ, ქართველ სამოციანელთა მოწინავე იდეებს, მეორეს მხრივ, - XIX საუკუნის II ნახევრის რუსულ რეალისტურ მხატვრობას. გაბაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა დაამკვიდრა საბოლოოდ ევროპული მხატვრობის ფორმები ჩვენში, იდეურ-თემატიკურად გააფართოვა და რეალურ ცხოვრებას დაუკავშირა ქართული მხატვრობა.
გაბაშვილი მუშაობდა ზეთის საღებავებით, აკვარელით, აქვს კალმით ნახატებიც. მისი ნამუშევრების თემატიკა მრავალფეროვანია. გაბაშვილმა შექმნა მთელი სერია ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებისა (ილ. ჭავჭავაძე, 1907-1908; ა. წერეთელი, 1913; გრ. ორბელიანი, 1913; ყველა საქართველოს მწერალთა კავშირის კავშირის სახლი; ავტოპორტრეტი, 1932; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; მომღერალი ფილიმონ ქორიძე გუდალის როლში, 1902-1905, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი); არისტოკრატიის წარმომადგენელთა ტიპიზებული პორტრეტები ("უცნობი ქართველი თავადი", "გრძელულვაშებიანი თავადი", ორივე საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი; "სამი გენერალი", 1910, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია). სხვადასხვა სოციალური ფენისა და კუთხის წარმომადგენელთა სახეები ("მძინარე ხევსური", 1898; "მთვრალი ხევსური", 1899; "მთვრალი ხევსურები", 1899, ყველა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი; "სამი მოქალაქე", 1893, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და სხვა).
გაბაშვილი არის პიონერი ქართული ჟანრული და ბატალური მხატვრობისა ("ალავერდობა", 1899; "განთიადზე სასაფლაოს ეკლესიასთან", 1904; "ბოსტანში", 1891; "არხოტის დაცვა", 1898-1901; ყველა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი), პეიზაჟისა ("წვიმის შემდეგ", 1891, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი), ნატურმორტისა. ცალკე დგას მისი შუააზიური ციკლი ("ბაზარი სამარყანდში", 1894; "დივანბეგის აუზი ბუხარაში", 1895, ორივე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში).
Back to top Go down
 

.....M.X.A.T.V.R.E.B.I......

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
Gamezer World :: National Forums :: Georgia :: სიახლე და წესები = National News-
Free forum | Games | Sport | © phpBB | Free forum support | Contact | Report an abuse | Free forums